ჭადარი და კაკალი (იგავი)


ჭადარი და კაკალი წაეკიდნენ.

„შენ რა კაცი ხარ, ყოველ შემოდგომას ხალხი დაგესევა ხელკეტებითა და თავპირს დაგამტვრევენ. მე კი 

ვდგავარ 

ცადატყორცნილი და ამაყად გადავცქერი ჩემს ქვემოდ მოფუსფუსე ადამიანებს“ , – ეუბნება ჭადარი თავის 

მეზობელს.

კაკალმა მწარედ გაიღიმა:

„ჰერი ჰა, ნუთუ არ იცი შლეგო, ხელკეტებს მხოლოდ იმას რომ ესვრიან, ვისგანაც ნაყოფს გამოელიან, 

ამიტომაც ჯერ გიჟის გარდა არავინ მინახავს, ხელკეტს რომ გესროდეს უნაყოფოს, ბერწს“.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი