იგავი-ბაგრატ მეფე და მეწისქვილე
ბაგრატ მეოთხეს ერთ დიღმელ გლეხს ამსგავსებდნენ თურმე. ნადიმის დროს ეხუმრებოდნენ კიდევაც ერისთავები მეფეს: ტახტი და გვირგვინი არ წაგართვასო იმ დიღმელმა მეწისქვილემ. როცა ბაგრატმა მეორეჯერ აიღო ტფილისი, მოიხმო მეწისქვილე ისნის სასახლეში და უთხრა: "გვირგვინში ხო არ აპირებ შეცილებას, ძია კაცო, ჰა?" "რიჰთვინ მინდა შენი გვირგვინი, მეფევ ბატონო?" "როგორ თუ რისთვის?" შეეკითხა გაოცებული მეფე. რიჰთვინა და შენ შესაძლოა თავი გადააყოლო მაგ გვირგვინს, მე კი ჩემი დამტვერილი ჩაჩი და ეს გაოხრებული თავი სიკვდილამდის შემრჩებაო.
წყარო: www.biblioteka.litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი