ომი რუხთან


რუხის ციხესთან ომი ყოფილა ოდესღაც. გაღმა ქართველები მდგარან, გამოღმა აფხაზები და თათრები. 

დიდხანს

 უტრიალეს თურმე ქართველებმა რუხის ციხეს. მერმე ფალავნურ ბრძოლაზე გადასულან. ქართველებს ვინმე 

ჩოლოყაშვილი გამოუშვიათ, აფხაზებს ვიღაც ემხვარი. ჩოლოყაშვილი ჭაღარა კაცი ყოფილა, ემხვარი 

უწვერული ჭაბუკი. და სწორედ იქ, სადაც ჩვენი ბორანია, შეხვდნენ ერთმანეთს თურმე ჩოლოყაშვილი და 

ემხვარი.

ემხვარი ეკვეთა პირველი და ხმლის ამოღება მოასწრო.

„რას უცდი, ჭაბუკო?“ – შესძახა ჩოლოყაშვილმა.

„უფროსისგან პირველ მოქნევას ველიო“.

გადახვევიან ურთიერთს და იმ დღიდან დამეგობრებულან.



კ. გამსახურდია

წყარო: burusi.wordpress.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი