სოსო სიგუა “ქართული სული ევროპული თვალთახედვით”(მეხუთე)


სიცოცხლის უკანასკნელ წლებში, როცა საყოველთაო სიყვარულით გარემოსილი იყო, წერდა რომანს „თამარ“. დასრულება ვერ მოასწრო. მიზეზი იყო როგორც ასაკი, ისე ოჯახური ტრაგედიები. გარდაიცვალა 1975 წლის 17 ივლისს. დაკრძალეს „კოლხური კოშკის“ ეზოში, მეუღლისა და ქალიშვილის გვერდით.

* * *
`მთვარის მოტაცების~ ავტორი სავსებით უნიკალური მოვლენაა ჩვენს ისტორიაში _ ბიოგრაფიით, ერუდიციით, შემოქმედებით, გაუტეხელი სულით. ყოველ სფეროში, რასაც კი მისი კალამი გადასწვდა, შთამომავლობას დაუტოვა წარუვალი ღირებულებების ქმნილებანი _ ლექსი, ნოველა, ესსე, თარგმანი, რომანი. მაგრამ, პირველ ყოვლისა, ავტორია ოთხი დიდი ქართული რომანისა. ამ წიგნებით დგება იგი მარადისობის პირისპირ. რაც გავა დრო და ჟამი, კიდევ უფრო იმატებს მათი სხივთა ძალა, რადგან კონსტანტინე გამსახურდიას მიერ დაცული და ნაქადაგები რწმენა წიგნის ფურცლებიდან გადმოვიდა, მასებს დაეუფლა და აზვირთებულ ქართველ ხალხს თავისუფლების გზაზე წარუძღვა, როგორც წყვდიადიდან
თავდაღწეული ნათლის სვეტი.

წყარო: burusi.wordpress.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი