მიხეილ ალავიძეს წერილი ლადო ასათიანისგან (პირადი წერილები)
მიხეილ ნესტოროვიჩ! იყავით კარგად და სულ კარგად; სხვა რაღა გისურვო, ისედაც გამარჯვებული ხარ. მხოლოდ ერთ რამეს გთხოვ – ჩემს ძმას, გიორგი მექის-ძე ასათიანს დაეხმარო ინსტიტუტში მოწყობაზე და, ერთი სიტყვით, უნდა მოაწყოთ! აბა, რას მიკეთებთ მანდ! უნიჭო ბიჭი არაა, არ შეგარცხვენთ, გამოცდებსაც კარგად ჩააბარებს და ა.შ მაპატიე ასეთ მინჯღრეულ-მონჯღრეული წერილისათვის, – შენ ჩვენი მიშიკო არა ხარ?! იყავი კარგად. მომიკითხე პეტია და სხვები1. შენი ლადო ასათიანი 10. 7. 1939 თბილისი
წყარო: burusi.wordpress.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი