წერილი ლადო ასათიანისგან კოტეს (პირადი წერილები)
კოტეს სიცოცხლე! მოგეხსენება, აბასთუმანში ვმარტვილობ, ზამთარი აღარაა, გაზაფხულია, საერთოდ “გაზაფხულია ჩვენს ქვეყანაში”. მაქვს ცალკე ოთახი და ვკითხულობ უმეტესად, ბევრი არაფერი დამიწერია, “რაღაც-რაღაცეები” მაინც მოვახერხე… შენ როგორ ხარ? რომანის ბეჭდვა თუ დამთავრდა? სასახლეში თუ დადიხარ და რა ამბავია? წიგნის გამოცემის საქმე როგორ მიდის? ჩემს წიგნს ხომ უყურებ, ჯერაც არსად ჩანს… ოჯახად როგორ ხარ, ოჯახად? მთავარი ესაა! ეჰ, კოტეჯან, არ ვიცი, რა მოგწერო… რა უნდა მოგწერო, როცა ქვეყნის გადაბრუნებაზე ვოცნებობდი და ახლა აბასთუმანში ვზივარ ტუბინსტიტუტში. მაინც, ეს ინსტიტუტი რომ ვერ მოვიშორე – ჯერ ხომ პედინსტიტუტში ვიყავი და ახლა კიდევ ტუბინსტიტუტში! ასე და ასე, იყავი კარგად. გულწრფელი სალამი შენს მეუღლეს, თუმცა საღამოზე არ დამესწარით ცოლ-ქმარი. მომიკითხე ბიჭები: ვოლდემარი, რეზო, გრიშა და ყველა, ვინც კაი ბიჭია, წერილი მოიწერე2. გართმევს ხელს – შენი ლადო ასათიანი 6. 7. 1941. აბასთუმანი
წყარო: burusi.wordpress.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი