გაზეთ ,,ინდუსტრიული ქუთაისის'' რედაქცია (პირადი წერილი)


ძმაო, გოგი! შენი ლექსი უშეცდომოდ დაიბეჭდაო, რომ მწერ, ესაა, ბიჭო, უშეცდომოდ?! წათების მაგიერ – წაქები წერია, ნადუღი რომ დაგეწერათ, უკეთესი იქნებოდა, წინმბრძოლის მაგივრად – წინბრძოლი. ისე-ს მაგივრად ისევ და სხვა. განსაკუთრებით ეს “ისევ” ამახინჯებს აზრს. ზევით სამ სტრიქონში “ისევ” არის ნახმარი და თქვენ, ალბათ, იფიქრეთ, მეოთხეშიც “ისევ” იქნებაო, და გაუშვით ასე. მეოთხეში უნდა იყოს “ისე გულდაგულ შევარდნენ”. თქვენ გაგიწყდათ მიწა, თქვენ!

სოფელში ყოფილხარ, ბიჭო, გაზეთის მუშაკი ხარ, ცოტა დაწვრილებით რომ მოიწერო, არ შეგიძლია?! რა არის ეს ორი პწკარი! |

მე არა მიშავს, ოთახი მივიღე ძერჟინსკის ქ. № 3-ში, მაგრამ ჯერ კიდევ “სახლაფორთოა” და დამრჩება თუ არა, არ ვიცი. თუ მოახერხო, გამოიარე აქეთ. მანდ წესიერად იყავი, წერილები მოიწერე.
მოგიკითხეს ანიკომ და მანანამ. მომიკითხე ჩვენები და რედაქციის ხალხი. იყავი კარგად.

შენი ძმა ლადო ასათიანი
5. 12. 1942.
თბილისი.

წყარო: burusi.wordpress.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი