ლადო ასათიანისგან წერილი ანიკოს (პირადი წერილები)
*** ანიკო, ძვირფასო! დღეს ხომ სამი რიცხვია, ბაქოში ვართ ჩასული (პირველი საათია), მივდივართ როსტოვს და მერე სად, არ ვიცი. სიცხე მაქვს და თავი მტკივა. ვაგონ-რესტორანი ამ მატარებელს არ ჰქონია და ხომ იცი… სხვა რა მოგწერო, რომ ჩავალ და მოვეწყობით, მაშინ მოგწერ დაწვრილებით ყველაფერს. მომიკითხე მეგობრები, იყავი კარგად და სულ კარგად. გკოცნის შენი ლადო ასათიანი 3. 11. 1939. ბაქო.
წყარო: burusi.wordpress.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი