ლადო ასათიანისგან წერლი ანიკოს (პირადი წერილები)
ანიკო, ძვირფასო! როსტოვიდან ლისკში ჩავედით, გზაში ძალიან ცუდად ვიყავი, ახლა ლისკში ვარ (ღამის 5 საათია) და ვორონეჟისაკენ მივდივართ. ნეტავ რად მივდივარ, ვიცოდე მაინც, ან რა მომელის?! შენ, ალბათ, კარგად ხარ, დადიხარ თბილისის ცის ქვეშ არხეინად… სურათები თუ გამოიტანე? იყავი კარგად და კარგად. მომიკითხე ნიკა და სხვ. გკოცნის შენი ლადო ასათიანი 6. 11. 1939. ლისკი.
წყარო: burusi.wordpress.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი