ლადო ასათიანის წერილი თავისივე მეუგლეს ანიკოს (პირადი წერილები)


ანიკუშა გენაცვალე! მივიღე შენი გამოგზავნილი “თაობა”

წერილებითურთ. მივიღე ყურძნის წვენი, რად გინდოდა ამდენი ყურძნის წვენი, ა? რას ხარჯავდი ამდენ

 ფულს, გქონდეს მაინც?! ეჰ, ჩემო ანიკო, არავითარი საჭირო არ იყო ამდენი “ხლაფორთი”, რა საჭიროა, თუ 

ღმერთი გწამს, ა? უშენოდ ამ ერთი თვის მეტს ვერ გავჩერდები.

ანიკო, გენაცვალე! გამიგე და მომწერე, – რადიანი თუ არის თბილისში, გაზეთში გიორგი ნატროშვილია თუ 

ის. მომწერე ეს მალე.

ნახე ჟაკი და ჰკითხე თავისი მისამართი და მომწერე, ქუჩა ვიცი, მაგრამ ნომერი არ მახსოვს, კოტე მესხის… არ 

ვიცი.

ო, ჭირიმე, კაპიკი ფული არა მაქვს უკვე და სამი თუმანი ვალიც მაქვს.

ერთი კიდევ: “თაობაში” გამიგე, № 6-ში ლექსი თუ იბეჭდება ჩემი, ანდა საჯაიამ თუ მიუტანა ნიკას ლექსი, 

ორი ლექსი აქვთ მანდ ჩემი. მოიწერე ამაზეც. ნიკა აგიაშვილს რა მოუვიდა, არაფერს მწერს? პრეზიდიუმი თუ 

იყო?

ასე, ჩემო გოგო, შენ რომ ამდენი რაღაცეები გამომიგზავნე, მე რა გამოგიგზავნო?

ალითა შოვშია, ხომ?

ასე ჩემო ანიკო! როგორც მე გეუბნები, ისე მოიქეცი, ნუ გეშინია, ჯერ არ მოვკვდებით.

გკოცნის შენი ლადოია.

საჩქაროდ მომწერე წერილი.

მომიკითხე ხალხი და დედაშენი.

შენი ლადო ასათიანი

24. VII. 1940.
აბასთუმანი.

წყარო: burusi.wordpress.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი