ანიკო ვაჩნაძეს წერილი მეუღლისგან (პირადი წერილები)
ანიკო გენაცვალე! მივიღე ფული და გავაგრძელე კიდეც ვადა 1-მდე. ძალიან კარგად ვარ, ოღონდ შენი ამბავი მაწუხებს. შეწუხებული იქნები, მაგრამ ყველაფერს დაგავიწყებ, რაც გაჭირვება გინახავს. ლექსები თუ მიიღე, თუ მიიტანე, როგორაა საქმე? ხომ იცი, როგორც ვწერდი, ისე, “ჩვენს თაობაში”. იმ ერთი ლექსის გარდა, რომელიც მაგათი ანგარიშით № 7-ში უნდა დაიბეჭდოს, კიდევ აქვთ ერთი ლექსი “ასათიანური” და თუ არ დაბეჭდავენ, გამოართვი. ბიჭები ხომ არ ჩამოსულან თბილისში? ალბათ, 1-სათვის ჩამოვლენ, ალიოშა ხომ არ ჩამოსულა? ლექსები არ დამიბნიო, გიგზავნი ცნობას, მაგრამ რად გინდა? გკოცნის შენი ლადო ასათიანი 14. 8. 1940. აბასთუმანი.
წყარო: burusi.wordpress.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი