ანიკო ვაჩნაძეს ლადო ასათიანისგან (პირადი წერილები)


ანიკო! მივიღე შენი წერილი. მე არა მიშავს. დღეს დავითვალე და უკვე 10 ახალი ლექსი აღმომაჩნდა…

კაცო, რა ეშმაკი მოუვიდა “ერთცახე” წიგნს, მაგან გამიჩინა მე ჭლექი, უკვე თვენახევარი გავიდა და კიდევ არაა.

დღეს ვარ კარგად, ფოსტალიონმა მითხრა, დიდი წერილია შენიო, წიგნი მეგონა, მივედი და შენი და რეზოს 

წერილები იყო.

მოიწერე დაწვრილებით, ბავშვი როგორაა. წიგნი თუ იქნა, გამომიგზავნე.

შენი ლადო ასათიანი

10. 3. 1941.
აბასთუმანი.

წყარო: burusi.wordpress.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი