თბილისი, მაჩაბლის ქუჩა № 13, „ჩვენი თაობის” რედაქცია ლადო ასათიანისგან (პირადი წერილები)
ძვირფასო ნიკალაი! გიგზავნი მწერალთა კავშირის მომართვას… უთხარი ალიოს კიდევ ჩემს შესახებ, აჩვენე ეს ცნობა და – საერთოდ – ასე: მესამე ნომრისათვის აუცილებლად უნდა ვიქნე. გულის ფანცქალით ველი. “მნათობი” გამომიგზავნე, როგორც კი დაიბეჭდოს, ხომ იცი, ვდნები, სანამ მივიღებდე. შენს ჟურნალში კი… აბა შენ იცი, ნიკალაშა, აბა შენ იცი! სალამი ალიოს, გიორგი ნატროშვილს, ალექსანდრე გომიაშვილს, ჩემს უცნობ და პატივცემულ სახლიკაცს ასევე პატიოსანი და ალალმართალი კაცისაგან. ამ დღეებში მაქეთ ვაპირებთ გამოსეირნებას შალიკო კახაევი და მე. ვესტუმრებით ჩვენს საყვარელ თბილისს და დაგვხვდით მანდ, თუ ბიჭები ხართ. მაგრად ხელს გართმევს შენი ლადო ასათიანი 31. 3. 1938. ქუთაისი
წყარო: burusi.wordpress.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი