თბილისი, „მწერალთა კავშირი“, „ ჩვენი თაობის“ რედაქცია წერილი ლადო ასათიანისგან (პირადი წერილები)


ნიკალაი ჩემო! როგორც იქნა, ჩავედით “უკანასკნელ განსასვენსა ალაგსა”. ავადმყოფობამ გამიარა და ახლა არა 

მიშავს რა, მიუხედავად საშინელი სიცივეებისა, და სიცივეში, ხომ იცი შენ, როგორი ვაჟკაცია ლადიმიე 

ასათიანი. ამიტომ, რანაირად ვარ, ნიკალაი, რომ იცოდე, თვალები დაგისველდება. დავით გურამიშვილის

 “ქართლის ჭირის” ოცდამეთორმეტე ტაეპი წაიკითხე და ისე ვარ, იქ რომ წერია.

ისე, ჩემი საქმე ჯერ არაა გარკვეული, სად ჩამრიცხავენ, არ ვიცი, რადგანაც ავად ვარ, მეუბნებიან, მწყობრში 

არ გატარებენო, სადმე სხვა საქმეზე დაგნიშნავენო. მეც დღე-დღეზე ვუცდი ამ “საქმეს”…

მირზა უკვე წასული იქნება და შეიძლება ახლა ფინეთის ომში იყოს. ჩემს მდგომარეობაში ყოფნას ბრძოლებში 

მონაწილეობა მირჩევნია!

გამომიგზავნე მისამართი, – წერილს მივწერ*. ფული ჯერ-ჯერობით მაქვს, თუ შემომელია, იცოდეთ, არავის 

მოგერიდებით.

მართლა, სამხედრო ფორმა მაცვია, რომელიც, უნდა გითხრა, ცოტათი კიდეც მიხდება და ნამდვილ 

ბუმბერაზს ვგავარ.

შენი ძმა და მეგობარი ლადო ასათიანი

10. 11. 1939.
ოსტროგორსკი.

წყარო: burusi.wordpress.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი