სალაღობო
ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა. ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, ფართოდ გაშლილი და მოხატული თამარ დედოფლის დარბაზივითა. “კაცის გული ისეთია, ვით მორევი შავი ზღვისა: რაგინდ კარგი ცოლი ჰყავდეს, მაინც ენატრება სხვისა!” დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს, გაისარჯოს და ბრძოლაში დაიხარჯოს! გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას, საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს! დაუკარით! ჯერ ხომ სისხლი გვიდგას ძარღვში, ჯერ ხომ საროს ფოთლები არ გასცვენია, ჯერ ხომ მცხეთის სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში საქართველოს ცხელი გული ასვენია! დაუკარით! და იმღერეთ ისე მაგრად, რომ ფილტვები გვეტკინოს და დაგვებეროს! დაუკარით, რომ ჭაბუკნი ვიყოთ მარად, რომ ცხოვრებამ ვერასდროს ვერ დაგვაბეროს! დაუკარით! და იმღერეთ შადიანი, ფიცხელ ომში რომ მღეროდა მაჩაბელი. დაუკარით ძველებური დარდიანი, დაუკარით არწივების ასაფრენი! ცხრა ლახვარი რომ დამარტყათ ცხრაჯერ გულში, მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინებ, დავიღლები საქართველოს სიყვარულში, სასთუმალზე ერთხელაც არ დავიძინებ! დაუკარით! მოასწარით, თორემ ჰერი... და სიბერეც ძუ მგელივით მოგვიხტება, დაუკარით ძველებური მოსალხენი: - შავგვრემანებს შავი ჩოხა მოგვიხდება! დაუკარით ძველებური ლოთიანი, საათნოვა რომ მღეროდა შაითანთან, დაუკარით! განა ყველა ლოთი არი?! განა ყველა სიყვარულით დაიშანთა?! დაუკარით ძველებური ლოთიანი, თორემ დარდი ღრუბელივით გასივდება, გაფრინდება სიყმაწვილე შფოთიანი, წრფელი გული, ცხელი გული გაცივდება! ”ვაჟკაცსა გული რკინისა, აბჯარი თუნდა ხისანი, თვალნი ქორებულ მხედავნი, ზედ მუხლნი შავარდნისანი”. ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა. ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, ფართოდ გაშლილი და მოხატული თამარ დედოფლის დარბაზივითა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
4 კომენტარი
Lado geniosia . Ugenialuresia es leqsi
საუკეთესო კომპოზიცია !!!
სა უკ ეთ ეს ოა ლადო !!
კი ბატონო გაზომეთ ორფეოსულად.მაგრამ ჩიხში შეხვალთ ალიტერაციებსაც ახერხხებს ზოგი ახალბედა და დინამიკურ რიტმსაც .ესეიგი თქვენი ერთადერთი საზომი ხდება მასის ემოოციის დროში გამძლეობა.რაც ყოველტვის სადავოა.თუმცა რახან ტექსტი ახერხებს პოპულარობას ესეიგი მართლაც ნიჭიერადაა დაწერილი.რაც საკამათოა რადგან იქნებ აკადემიური ინერციით არის აყოლილი მასა?ან დანერგილია უკვე კულტურულად? მაშინ ახალბედა ავტორებს რაღას ვუწუნებთ? ეგრე ყველაფერს გაამართლებ თუ ემოციაა მთავარი.მაშინ პოეზიის მთავარი დანიშნულება კოლექტივზე მორგებას ნიშნავს.
ლექსი არის ძალიან მიმოფნატული.რა შუაშია მეუღლის და სამშობლოს სილამაზის თემიდან უეცარი ნახტომი გმირულ პათეტიკურ მოწოდებაზე? ”ვაჟკაცსა გული რკინისა,
აბჯარი თუნდა ხისანი,
თვალნი ქორებულ მხედავნი,
ზედ მუხლნი შავარდნისანი”. ამ ცნობილი ხალხური სტროფის ჩაკვეხებაც ლექსში მიუთითებს ავტორის დაბალ ორიგინალურობის განცდას.შინაარსი არის აბსოლურურად ბანალური და მხოლოდ ქართულ დევგმირობაზე გათვლილი მანიპულაცია.