ზევით ცა მხურავს ...
ზევით ცა მხურავს – კრიალა, ღია, ირგვლივ მთებია მკერდდაგლეჯილი, ჩემი სამშობლო იალაღია, ზედ საამური ხარობს ჯეჯილი, და თუ მოაწყდა მტერი იალაღს, - ვერ შესძლოს გულმა ბოღმის დატევა, მოვიხმარ ლექსებს, როგორც იარაღს, მოვიხმარ ლექსებს, როგორც სატევარს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი