ქარო ...
ქარო იზუზუნე... ქარო იგრიალე.. ქარო დამანახე ფოთლების შრიალი იგი შორს წასულა, იგი იგვიანებს, იგი გვიან მოვა, საღამოს და მაშინ... ნისლო აიშალე, ზღვაზე იქრიალე, ფრთები გაიშალე, სახე გაიმშრალე, გულის საბუდარი დამიფიქრიანე. ქარო გამიტაცე, არ მინდა მიწაზე ქარო წამიყვანე აშარ ნისლიანად. ქარო თუ გიყვარდე მასთან მიმიყვანე, ვინც გულის პერანგი დამისისხლიანა. გაფრინდი და მალე ხელები დამალე, უცხო კარნავალთან არა ხარ ნავალი, მთვარისკენ მიმავალ ბილიკებს რა მოშლის, თეთრ ქულებს ჩამოშლის ღრუბლის ქარავანი და შენც , მეგობარო , უნდა მოგებარო ახელებს მნახველებს ლექსის აგონია, ო,სხვა სიხარული, ო...სხვა აღმაფრენა ლექსის სიყვარულთან გამონაგონია. ე...საით მიდიხარ? თუ ღრუბლის ბინდი ხარ, ვარამის ხიდი ხარ, არარად მინდიხარ, რატომ მიმატოვე? მომკლავს სიმარტოვე, რატომ მიმატოვე ღრუბლის გავა-ტანო? ზეცის სიფართოვე და მის შვეშ მარტო მე... ახლა სიმღერები ვისღა გავატანო. ქარო იზუზუნე, ქარო იგრიალე, ქარო დამანახე ფოთლების თამაში. იგი შორს წასულა, იგი იგვიანებს, იგი გვიან მოვა საღამოს და მაშინ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი