რუსთველის პროსპექტზე სიარული..
რუსთველის პროსპექტზე სიარული ნუ მომიშალოს ღმერთმა, ვიყო მუდამ ასე მხიარული, ქართველი პოეტი მერქვას. პურის ნატეხი და ერთი ლიტრი ღვინო სიმდიდრედ ჩამითვალეთ, თუ მეტი ვინატრო ან ეს ვითაკილო, _ ვერ ვნახო სამოთხის მთვარე... მხოლოდ დროდადრო დამარეტიანოს ქაშვეთის შემოხედვამ _ რუსთველის პროსპექტზე ხეტიალი ნუ მომიშალოს ღმერთმა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი