ძველი და ახალი ქუთაისი
დილით ცა იწმინდება და სისხამ დილით მზე ერეკება ღრუბლების ფარას. ვარდის ბაღნარში ეცემა ჩრდილი, ქუჩას პალმა და ყვავილი ფარავს. მე აქ დავწერე ლექსი პირველი, ვარდებსაც ესმით ამ გულის ფეთქვა, ვარ ამ ვარდების გულთამხილველი და მსურდა მათზე სიმღერა მეთქვა. იმდენი მეთქვას ლექსი მაგარი, რამდენჯერ მე აქ მინავარდნია, მინახავს ხალხი ნაამაგარი; ახლაც ვუღიმი ქალაქს ვარდიანს და იტყვის ჩემი ლექსი ღარანით: – ვაშა ვარდების მომტან გვარდიას!
წყარო: burusi.wordpress.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი