ჩუქურთმის მჭრელნი


არ იცის მისმა მკლავებმა დაღლა
და უკაკუნებს, როგორც კოდალა.
ჩუქურთმისმჭრელი ასულა მაღლა
თეთრი ქვის გულის დასაკოდავად.
ნიადაგ ისმის ძახილი და ხმა.
ეშხიანდება შენობის გული.
ჟამიდანჟამზე რომ ნახოს ხალხმა
ჩუქურთმა ქვაზე ამოქარგული!…

წყარო: burusi.wordpress.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი