პირველი მჭედლები
იბერიელთა სოფელი… მაღალ-მაღალი ცხენები… ხალიბის ფოლადს ადნობენ მამაცი ხალიბელები. პირველყოფილი სამჭედლო - გრდემლი და ურო ძლიერი, ქართულ იარაღს აწრთობენ მამაცი იბერიელნი. კვერითხუროი ვეება, რვალის და რკინის მჭედელი და საბერველი, ვეშაპის ყბასავით გაუხედნელი. უგანივრესი ფილტვები, ჰაერი დაჟანგებული, ბაასი: ჭექა-ქუხილი და ერი აჯანყებული. ქურაში ცეცხლის ენები — წითელი აბრეშუმები, კედლებზე ახალთახალი თხუთმეტწყრთიანი შუბები, უზარმაზარი ფანჯრები, გაჭრილი თაღებამდისა, დასახარჯავი ხანჯლები ღა პერანგები ნაბდისა. იბერიელთა სოფელი… მაღალ-მაღალი ცხენები… ხალიბის ფოლადს ადნობენ მამაცი ხალიბელები. პირველყოფილი სამჭედლო - გრდემლი და ურო ძლიერი, ქართულ იარაღს აწრთობენ მამაცი იბერიელნი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი