ძველი დღისათვის
ქ. ს-ს ო... არ იფიქროთ, რომ ლამაზების მწვავს სიყვარული ან სიძულვილი: მე მხოლოდ ძველი დღის დაფასების და გახსენების მქონდა სურვილი. და აი გუშინ, როცა კარადის თაროსთან წიგნებს ვეძებდი დილით, უეცრად ვნახე თქვენი ბარათი, თქვენსავით მკრთალი და ფერმიხდილი. - გილოცავ, ძმაო, ბედნიერ მყობადს, ― ჩამჩურჩულებდა ნაზად წერილი და მომაგონდა ჩვენი ბავშვობა, აწ გარდასული და გაფრენილი. ო… არ იფიქროთ, რომ ლამაზების მწვავს სიყვარული ან სიძულვილი: მე მხოლოდ ძველი დღის დაფასების და გახსენების მქონდა სურვილი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი