ყაყაჩო
ეთერ სვანიძეს ძველად აქ ჯარებს უხმობდნენ დაფდაფითა და ბუკითა, ახლა ყაყაჩო შემომხვდა ლამაზი ქალის შუქითა. შემომხვდა, შემომანათა, ჩინჩხლები შემომაყარა, ალუჩა-ტყემლის შემოსვლა და გაზაფხული მახარა… უცხო კაცად რომ შემიცნო, შერცხვა და თავი დახარა; შერცხვა და თავი დახარა, სიწითლემ გადაუარა, ალბათ, იმაზე დაფიქრდა, მოვეწონეო თუ არა?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი