მხოლოდ და მხოლოდ (მარიამებს)
... და ვარსკვლავები ღმერთებივით ზეცაზე სხედან ჰო, აჯობებდა ამ ღამესაც ჰქონოდა ბოლო მისახსოვრებენ ამინდები საკუთარ ცხედარს მე ჩემს დაფლეთილ სულზე დავწერ მხოლოდ და მხოლოდ. მემახსოვრება სექტემბერში ფოთლების კრახი შეასრულებენ მუხის ძირში სევდიან სოლოს, მივაშტერდები გზაჯვარედინს მდუმარე სახით მე უსახელო ქუჩაზე ვწერ მხოლოდ და მხოლოდ. მინდა გაფრენა, გეფიცები სულით ხორცამდე არათუ სახლში, იცი? - ფანჯრის რაფაზე ვცხოვრობ. არა ლუდვიგი, არა ბახი, არა მოცარტი ალბათ სიჩუმის მელოდიას მოვუსმენ მხოლოდ. ზედ გადაეკრა ღრუბლის კონა ზღვისპირა ქალაქს ვერ გამამტყუნებ მეტი სითბო უფალს რომ ვთხოვო. ფოთლებდამჭკნარი ყვავილები მე ჯიბით დამაქვს და გვირილებზე თუ დაგიწერ მხოლოდ და მხოლოდ. თუნდაც ცრემლებმა დღეს თვალები ტბებად აქციონ თუნდაც ვერასდროს გავუსწორდე უკუსვლას ბოროტ. ან კაპილარებს რომ მოსწყურდეთ სისხლი - მაქსიმუმ - მაჯის გადახსნა მოვახერხო მხოლოდ და მხოლოდ. ____ მაინც მონიკებს, მაინც ანნებს, მაინც ტერეზებს - დავეძებდი და დავეძებდი იმდენხანს, ხოლო - დღეს აღარავინ, აღარავინ მაინტერესებს მე მარიამებს შეგიყვარებთ მხოლოდ და მხოლოდ..
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი