ცოლად არ მოგიყვან!
შენ ამბობ - ქორწილი... დამშვიდდი - გპასუხობ და ტირი. დატბორე ცრემლებით გუგები. არადა რა ვიცი, მე და შენ ასე ხომ არასდროს ვიყავით - გიგებდი, მიგებდი... შენ ამბობ - კაბა და ფატა და... როდემდე? როდემდე ვიდაოთ? - გეყოფა,მეყოფა. სანამდე ვიტიროთ, სანამდე ვბოდავდეთ გამთელავს, გაგთელავს, გაგვთელავს ეპოქა... შენ ამბობ - სულ ორი პატარა ბეჭედი უარით გისტუმრებ... ტირი და მისმინე! ასეა, მე ჩემს თავს ამ ჯვარზე ვაჭედებ ოდესმე გსმენია კიბო? ან სიმსივნე? ცოლად არ მოგიყვან! და არა იმიტომ რომ ჩემი უჭერო (ამ) სახლის მრცხვენია რაც უნდა იდარდო იგლოვო იტირო ჩემს გულში დარდები ცეკვავენ, მღერიან... მოვცილდეთ ცოდვილებს, გამოვჭრი კიდობანს ცრემლები ფიქრებში მტანჯავენ, დადიან რა გითხრა, შემინდე შემინდე კიბო მაქვს ჰო, არ ეშველება მეოთხე სტადია... ძაძებში ჩაცმული არ მინდა დაგადნონ უმამოდ დამირჩეს არ მინდა ორი ყრმა - ბავშვი. და იცოდე რომ ცოლად არასდროს არასდროს არასდროს არასდროს მოგიყვან!
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი