Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_epv0n2j6igr5thiuvj9p7ml0uv, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
ცრემლები მარიამ - ლაშა ბაბილუა | პოეზია

ცრემლები მარიამ


თავს ძლივსღა ვიკავებ... თებერვალს გავგუდავ
ვერ გეტყვი გრძნობები არის თუ არიან,
დღე-და-ღამ აჩრდილად, ყოველთვის და მუდამ
მარიამ აქ მყავდი, აქ მყავდი მარიამ...
და გული მიძგერდა, ვითვლიდი ნაბიჯებს
ერთიდან ათამდე, ასამდე ოციდან,
ვერ ვთმობდი ტკივილებს, ოცნებებს, ძმა-ბიჭებს
ვხედავდი სტრიქონი სტრიქონებს კოცნიდა...
თამამი ვარსკვლავი... მარსისგან ორსულად
გამხდარა. თურმე და ამ ღამეს მთვარიან -
ოცნებებს მოგიტან... (ზამთარი მოსულა)
მარიამ შემცივდა... შემცივდა მარიამ...
ღამეებს ფეხდაფეხ მისდევენ დღეები
ტალღები კოცნიან შავი ზღვის ნაპირებს,
მოშორდი პრინციპებს, გაზაფხულს შეები
მე - შენი პოეტი ხელახლა ვაპირებ:
ავუყვე რიტმების უდიდეს სართულებს
შემიპყრას ლექსების სენმა თუ მანიამ,
ჰო, შენი თვალები ყველაფერს ართულებს
მარიამ ცრემლები... ცრემლები მარიამ

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი