მესაზღვრის სიმღერა
სამშობლო, მიეცი ძვლები უჟანგავი ყველა შენს მესაზღვრეს, რომელიც მოძრავი მიწის გუშაგია, რომელზეც თესავენ - ხან ყანას, ხან ბაღებს, მტრის ჯარისკაცების მუხლებს და იდაყვებს. სამშობლო, რკინის და ნერვების მესერზე ასხმულო, გიყვარდეს ყოველი მათგანი. იყოს უანგარო - მსხვერპლიც და ამაგიც. მიეცი სახელი – ყველას – უჟანგავი. ნუ მისცემ ჯამაგირს. ვაშლის ბაღებიდან ასული კვამლი და ტოტების ტკაცუნი. ვაშლით დატვირთული ტრაილერები და თვალები გაცურდა. სამშობლო, ბაზარი – ის უსაზღვრებოა. გარშემო უვლიან ეს მთაგრეხილები, ეს წყალგამყოფები. ის – მშობლიურია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი