ზავის დადება
მრავლდება ხალხი თავ-თავისი სალოცავებით, ჭრელი ნაკადი – რიცხვებით ბრძოლის, ვიდრე დღეები უფრო სწრაფად ამოძრავებენ ყბებს და საკუთარ სხეულებს ძოვენ ბალახიანად, ხალხიანად. ეს იარაღი – ბლაგვია, როგორც ყველა ბრძანება, რომელიც გუშინ მედიდურად მოწყდა ბაგეებს, დღეს კი სასტიკად აიკრძალება გამეორებაც, მიდევნებაც. გამოძევებულს – კმაყოფილების ბერწი ბაღიდან - ამყვა უთქმელი სიმღერები, ამოცანები, თავის ქალაში ისე გაღვივდა, რომ შეიძლება დრო სხეულში გავასრიალო, როგორც მბრწყინავი ნემსი – ჰაერში, რომელიც არის უმიზნო და ლამაზი არის ამ მითიური მიზნის გარეშეც. და არ ჭირდება გუმბათს – ოქრო და ცას – ვანილი, არც ლოცვის სიტყვებს - მახვილები – სიმკვეთრისათვის, რომ შუბლებიდან – საიმედო გალავნებიდან ზავი დავუდოთ ძველ მტერს – სიკეთეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი