შენი თვალები ..
შენი თვალები - ტბებიანებია - შიგნით მარილის კვნიტებიც ტკბებიან და მეც კენჭივით ვისროლე მოწყენა. სიტყვები - თავნება და ვნებიანი - ახლა გრძნობებზე ბევრად ნაკლებია, მე კი ჯიუტად მინდა, რომ მოგწერო - ვიღაცას ვუყვარვართ, თან ისე ძალიან, რომ ძილის ნება მივეცი ჩემს თავს - სიფხიზლეს ვივიწყებ. ვიძინებ შენთან. უშენოდ - უშნოა - რაც ადრე ბრწყინავდა - გზები და მზეები - ყველა წინა დღის - ამ ძილისათვის მეთმობა. ვარსკვლავიც დაეწყო - თავისით - კრამიტად - ხედები - ტბებია - სარკმლიდან, კარიდან - ეს გავს უთხოვნელ შენდობას. ვიღაცას ვუყვარვართ, თან ისე ძალიან, რომ ძილის ნება მივეცი ჩემს თავს - ლექსებსაც ვივიწყებ. ვიძინებ შენთან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი