გორი. ბავშვობის ბაღი
რადგანაც სასულეს არა აქვს სარქველი, შიგ ჩადის ყვავილის მტვერიც და ნაგავიც და ამ კორიანტელს ცხოვრებას არქმევენ. წარსულის დღეებიც ბოლომდე აქვეა - ხელის გაწვდენაზე – ბავშვობის პარკები და საქანელები – ცახცახა სარკეა - ხან გაიდღაბნება, ხან ისე მკაფიოდ ანთია, იფიქრებ – ორპირი ლაქი აქვს წასმული – ბდღვრიალებს, აწმყოზე მძაფრია. ხანდახან ვეება ჩრდილებიც ერევა - ბელადი, რომელმაც ქალაქი დაფარა თავისი მუნდირით, თითქოსდა დაფაა - გადაბრტყელებული ციხე და სახლები და ქვეშ მოყოლილი ბაღები ბავშვებით - საკუთარ ქალაქს რომ ხელს ვეღარ ახლებენ. ჩემს თავზე ფოლადის ნაჭრის სიმძიმეა, თუმცა გამჭვირვალე მახსოვს შადრევანი, ზაფხულში ღამითაც რომ არ იძინებდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი