ტბა – ხელისგულით
ხელის გაშვებაც, ჩაჭიდებაც – რიტუალია - წმინდა. და რადგან ეს თითები – ჟონავს თითებში - ისე – არასდროს რომ არ ხდება – ვირტუალური სივრცეებისკენ (სიტყვები რომ ითოშებიან ეკრანზე – ვითომ კოცონები, სულის შებერვით - ლოლუებად რომ იქცევიან) – ტბა – ხელისგულით დამაქვს. შიგ ბევრი ურჩხულია. შიგ – ცერბერია და ათასგვარი საფრთხობელა მექანიკური - გრენდელი – ფსკერზე გაწოლილი – კუდი – სამხრეთით - როგორც კომპასი უმიზნობის და უდროობის. ღრმად სძინავს, მაგრამ ოხშივარი ასდის სახეზე, კენჭების სროლით როცა ვარღვევ მის მყუდროებას. უნდა იცოდე. ზედაპირი – ასე კრიალა - რასაც ირეკლავს – ტყის პროფილი და წყვილი გედი - ზედაპირია. სიღრმეში კი – სიღრმე წრიალებს. უნდა იცოდე. და თუ შეძლებ, ასეთსაც ენდო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი