კომბოსტოსავით რეალობა ..
კომბოსტოსავით რეალობა - სულ ფურცელ-ფურცელ. გვირილა მაინც ყოფილიყო. დავუჯერებდი. მონოგამიურ სამოთხეში ამობურცულა - ხან დამწვრობამდე, ხანაც კიდევ – გალურჯებამდე სულს უბერავენ დღე და ღამე. არ გაქარდება. წიგნის ფურცელზეც ძარღვიანი, უფრო მძიმეა. შიგ ხორცი უნდა შეახვიო, პირი მოუკრა. გარნირი უნდა მოუმზადო უფორმო ძილით. კომბოსტოსავით რეალობა - სულ ფურცელ-ფურცელ. ვარდი რომ მაინც ყოფილიყო, შევიყვარებდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი