სოფლებად ქცეულ სატახტოებში ..
სოფლებად ქცეულ სატახტოებში დარჩენილებს – უხილავი ქმნილებები გვინთებენ და გვიქრობენ დღემდე - სინათლეს. როცა სინათლე მოდის - უკანასკნელი დიზაინის კაბებში, ზურგზე მიკერებული – ახალთახალი, ცვილითა და ბუმბულებით შეთხზული ფრთებით - ეკრანებიდან გვიღიმიან თეთრკბილება ლამაზმანები; როცა სინათლე მიდის - ვანთებთ – ძველი და მზისგან დამდნარი ფრთების ცვილის სანთლებს; აბაზანებში - ძილის წინ – ძველი გულმოდგინებით ვიხეხავთ კბილებს. და მე კი მაინც - უკვე მეოთხე გვერდითი კბილი ამოვიღე, – არა ფოტომოდელის მსგავსად - რომ ყვრიმალები უკეთ დამაჩნდეს, - არამედ, შენი ტყუპისცალი ვარ - სტივი, – ასეთი ახალგაზრდა და უკბილო და არ ვიცი რას დავაბრალო - მურაბებს თუ გუდასტვირის ხმას - რომ დაგვაბედა ორივე – სიტკბოს სიყვარულიც, კბილის ტკივილიც; სიყვარული და ტკივილი – ჩვენი ტყუპისცალი და ბებერი და უკბილო სამშობლოების.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი