ბორ­ჯო­მის პარ­კ­ში ..


ბორ­ჯო­მის პარ­კ­ში – ცის კრი­ა­ლა
ზოლს ავ­სე­ბენ ტკბი­ლი ღრუბ­ლე­ბი -
ბამ­ბის ფე­რა­დი ნა­ყი­ნე­ბი:
“ყვი­თე­ლი თუ ვარ­დის­ფე­რი?”
პა­ტა­რა გო­გო – ვარ­დის­ფერს ირ­ჩევს
და კა­რუ­სე­ლის ბი­ლე­თე­ბის გამ­ყიდ­ვე­ლი ქა­ლი -
ვი­ღაც მტი­რა­ლა ბი­ჭის
გვერ­დით სვამს, უხს­ნის:
“პა­პა ძა­ლი­ან მა­ღა­ლია,
მი­წა­ზე უნ­და დარ­ჩეს” და ის კი -
ვარ­დის­ფე­რი ღრუ­ბე­ლით ხელ­ში -
მა­ი­სუ­რებს, სა­ქა­ნე­ლებს, ფიჭ­ვებს დაჰ­ყუ­რებს.
მტი­რა­ლა ბი­ჭი არ ჩუმ­დე­ბა.
ვარ­დის­ფერ ღრუ­ბელს უწვ­დის -
აჩ­უ­მებს. ამ სი­მაღ­ლი­დან
ყვე­ლა­ზე მე­ტად – პა­პის და­ნახ­ვა უხ­ა­რია
და ხელს უქ­ნევს: და­მე­ლო­დე,
არ­სად წახ­ვი­დე. საკ­მა­რი­სია – ის -
ვინც გიყ­ვარს – თვალს მი­ე­ფა­როს
და სა­მოთხეც – შე­ნი­ა­ნად – შენს გარ­შე­მო -
უც­ხოდ, ავ­ად დატ­რი­ალ­დე­ბა.
ის იღ­ვი­ძებს: ზრდას­რუ­ლი და
ბამ­ბის ნა­ყინს გა­დაჩ­ვე­უ­ლი.
მა­მა­მი­სის რა­დი­ო­ში უყ­უ­რა­დებს
ხალ­ხის ამ­ბავს, – სა­კუ­თარ სისხლს რომ
ჰყი­დი­ან, რომ ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის
თბი­ლი პუ­რი იყ­ი­დონ. ვი­სი
ღვთა­ებ­რი­ვი ძარ­ღ­ვე­ბი­სა­კენ მი­ე­დი­ნე­ბა
ამ­დე­ნი სის­ხ­ლი?! ან რამ­დე­ნი
დო­ნო­რია კი­დევ სა­ჭი­რო – რომ ამ­ო­ავ­სოს,
წა­მით მა­ინც აგრ­ძ­ნო­ბი­ნოს ეს ტკი­ვი­ლი,
ეს სურ­ვი­ლი – თბი­ლი პუ­რი­სა?!
სამ­ყა­რო უც­ხოდ და სა­ში­შად ტრი­ა­ლებს.
უკ­ვირს – მტი­რა­ლა ბი­ჭი -
ვარ­დის­ფე­რი ღრუ­ბე­ლით ხელ­ში -
რო­გორ სწრა­ფად ჩუმ­დე­ბა და მი­წა­ზე – თვა­ლით -
არ­ვის ეძ­ებს; ეუბ­ნე­ბა:
“აქ კარ­გია. კი­დევ ვიქ­რო­ლოთ!”

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი