ალბომის დაწყება
როგორც ტორნადო – არათითზე – შენი ბეჭედი - ჯერ კვლავ ტრიალებს, არ შეკრულა, ჯერ კვლავ სისინებს ყურთან – სამოთხის მეგობარი. და ეს “შეჩერდი” - შეჩერებული კადრია და ალბათ მისივე ფოტო – პირველი ჩაწებდება ხსოვნის ალბომში - ახალ ალბომში – ქათქათაში – თითს რომ დავადებ და დრო დაიწყებს მერე ფრიალს, როგორც მაქმანი - მანქანის ღია სარკმელიდან. და დანარჩენი - საინტერესო აღარც არის. ფოტოს დავარდნა. აღება. ხოლო ეს ხელები – ცალკე ხალხია და ისე უყვართ ერთმანეთი, ვერც კი ამჩნევენ ერთმანეთისკენ რა გაკვეთეს, რა გადახიეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი