Ah Istanbul Istanbul
ჩვენი მარტივი, ტურისტული ახირებებით - სილამაზის თუ სულის ძიებით - „მივედით, ვნახეთ, გადავიღეთ“ – სალხინებელის კუთხე-კუნჭული - წინასწარი შურისძიება – მტვერზე. რაც ერთად – ხალისია და რაც სევდაა ამ მოედნებზე, ამ ქუჩებზე, ამ ნაპირებზე - შემოვიხვიოთ ჭრელა-ჭრულა განსაწმენდელად ძვალი და ტყავი გადავიკრათ კიდევ ცხრაპირი. შიგ ქვები ჩავსვათ - ზურმუხტები. და დავიმუხტოთ ცრუ სურვილებით – სულთანების – სიბრძნის ძებნაში სილამაზეს რომ შეატოვეს გულიც და ტვინიც და სასულეთში თავბრუსხვევით გაყვნენ დერვიშებს. მთელი ქალაქი – ჩილიმია - მარწყვის გემოთი. კონსტანტინოპოლს შეგიძლია კვამლით გახვიდე, ბოსფორის ქარებს გაატანო თვალების გემი და გრანდ ბაზარში – თუ მოგბეზრდა, თავი გაყიდო, ევროპისაკენ მიქცეული დაიწვა სახე და ჩალმასავით დაიხურო თავზე აზია. ოხრავს ჰაგია სოფიასთან – სულთან ახმედი. ხომ შეიძლება – დროის მიღმაც სულ თან რომ გახლდე, თუნდ ყველა სიბრძნე დახურდავდეს სილამაზეზე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი