ბალიში
სიზმრებით ისე სავსეა, როგორც ბუმბულის ღერებით. ბოლო დროს, გადავიღალე - სიზმრების გადამღერებით. ღერი-ღერ ჩაქრა ბუმბული, მე კი - მასზე ძილს არ ვიშლი. წუხელ - დამტოვა უსიზმროდ - ისე დაძველდა ბალიში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი