კონტრაბანდა
ჯოჯოხეთში არ მიშვებენ: ყოველ ჯერზე _ ოკეანე შემაქვს კოლბით, როიალის კლავიშები _ ჯიბით შემაქვს; არ მიშვებენ: პოეტური ეშმაკობით _ რას ვაჯობებ ეშმაკობას; და სამკბილა იასამნის ციცქნა მარცვლებს _ ფრჩხილებიდან მაცლიან და არ მაცდიან _ კოცონისკენ _ თაღებს გავცდე; კოცნა შემაქვს. არ მიშვებენ _ სამოთხეშიც: თითო ტკივილს თან ვიტოვებ ყოველ ჯერზე; და როდესაც პოულობენ, _ შერცხვენილი _ პოეტობას ვიმიზეზებ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი