კრისტალიდან
სიცხეში - გამთბარი - რა დასალევია - წყალი, თუ ყინულის კვნიტი არ წკრიალებს - გრძნობაში, რომელიც გადასარევია. სამშობლოს ოხშივარს ვისუნთქავ კი არა - უკვე სასულეში გადამცდა. ავყრიდი - გრძნობიდან - ქვაფენილს. ვიცი, რომ გამიგებ. და აეროპორტში ბოლო წუთს ნაყიდი ქართული ღვინო რომ გაფრენის განრიგებს და ცას გადავასხი და რკინის ფასკუნჯებს - ამაზე გიამბობ მშობლიურ კაფეში. და მიკვირს, ეს ღელვა რატომ არ მამუნჯებს და ვიცი, ფიქრობ, რომ არ უნდა გაგეშვი - სხვა მონატრებისკენ. რა დასალევია - სიცხეში - გამთბარი წყალი. და ამიტომ ამ გრძნობას, რომელიც გადასარევია - მე ისევ ყინულის კრისტალში ჩაგიტოვ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი