ბალახის სუნი
ბალახის სუნი შერჩა ჩემს ხელს - ბალახს ვაცლიდი ბებიის საფლავს. დავიბანე ერთხელ, ორჯერ; მთელი დღეა - არ სცილდება ამ ხელს სურნელი. ასეთი სუნი არცერთ სუნამოს, არც რძეს, არც ყვავილს არ ჰქონია. ეს სიმშვიდის სურნელებაა. სწორედ გუშინ ვთქვი მეგობრებთან, რომ მიწას ცეცხლი მირჩევნია, - თავის დროზე ფერფლადქცევა, განქარება. ხოლო ბებიას - არასოდეს არ ესმოდა ჩემი ხუმრობა. აი ახლაც, იზრუნა ჩემზე, ეს სიწყნარე გამომაყოლა, ეს სიყვარული - ბალახის სუნის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი