გზა-ტკეცილი
“ხალიჩები გაგფენოდეს ოთხივ მხარეს” – მარინაა, მე კი რკინის ქალამანი ტერფს მიხრავდეს, მარილიან წყალს და ქვის პურს ვჯერდებოდე, შემიჭამოს ქარმა თმა და შენ გეგონოს – შევიჭერი, მთა გავაღო – თეთრი – სულ რომ შავად მოჩანს - დახურული ჩემი ცით და შენი ჭერით: ასე მინდა. მაგრამ მაინც გამოვკეტე მონატრება იმ მთის გულში. შეიძლება- დაგეკარგო. ალმასად ნუ შეიცვლები. გულისგულში შეინახე ჩემი ძვლები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი