Freia


ლექსის წერას სჯობდა მტრედი შემეჩვია,
სათითაო ნაძვის მორთვას – მერჩივნა -
დურგალივით – ხე – ნავისთვის შემერჩია,
ნიაღვრებში თავი გადამერჩინა.

ქარის კუდზე გამობმული მარხილით და
გამოძენძილ მოსასხამის ნამქერით
გაიხვეტა თოვლი – გზად რომ ავიხირე
და თვითონაც – თოვლთან ერთად გავქერი.

ხერხემალზე დასათვლელი ფიორდები,
სუნთქვის ორთქლით ასავსები ჰაერი -
თხილამურებს შევატოვე. მეორდება
წარღვნის მარტი – შარშანდელისნაირი.

სივრცის ასე დაკეცვა და ალაგება
ჭირვეული ქალღმერთისგან ვისწავლე.
წავედი და ლექსი გელაპარაკება
და ბალახის აწეწილი სიმწვანე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი