ცა გამიხდა ..
ცა გამიხდა ფოთოლ-ფოთოლ საძებნელი, ცის გადაღმა შენ გეძებე. გამიტკბილდა შემოდგომის საწებელი, ცას თითებით შევეწებე. რასაც გეტყვი, სიტყვასაც ნუ დაიჯერებ - ყველა სიტყვა მალსტრიმია. სამართებლით ცა ფოთლებად დავიჭერი, თავზე თეთრად დამტირიან - თოლიები – სანაპიროს დარაჯები - წყალს ნაპირი რომ არ გაყვეს. არც წყალს მივდევ, არც ნაპირზე აღარ ვრჩები, გზაც კენჭებად დავინაყე. შარშან მგონი ფოთოლ-ფოთოლ შენ მეძებდი. არც კი მახსოვს, სად ვიყავი. არც ის ვიცი, თუ მიპოვე. შეიძლება - მხოლოდ ეს მაქვს საკითხავი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი