პლასტმასის ღმერთები ..
პლასტმასის ღმერთები თითებს მიჭამენ – ყოველდღე მიაქვთ თითო წერილი.. ვისაც ვუყვარდი და არ ავირჩიე – იმისი ტუჩებით ვარ დაწყევლილი. და უშენობაც, აი, ასეთია – თან დაგაქვს ჩემი ხელის მტევანი; არადა, თითქოს ხელზე მაბია - იმის გაქრობას მამჩნევს ვერავინ, რადგან ვიღიმი, ზაფხულის ფერებს გავყურებ წყნარად და ვაკვირდები – ნისკარტის ბგერით თუ სისწრაფით ფრენის – როგორ ირჩევენ ერთმანეთს ჩიტები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი