ბედნიერება
მაინც, რა არის ბედნიერება? ოდესმე თუ დაგვემართება? თაფლიანი ჭიქა – ლამაზად – ამოგვყურებს მე და შენ, მაგრამ ფუტკრის მკვდარი სხეული, როგორც თვალის გუგა – გულში უბრწყინავს. ვერცხლის კოვზი მომაწოდე, ოქროსფერ ფრთებს ფრთხილად მოვაცლი, რომ შენმა ბაგემ თავისუფლად მოსვას თაფლი ჩვენი ჭიქიდან. მაგრამ ერთხელ მაინც დახედე – ბედნიერების ამ ღმერთს, პატარას – ასე მკვდარი რომ მოჩანს თაფლში, რათა თავისი არსებობა დაგვიმტკიცოს, რათა დაგვატკბოს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი