ზღვამ გაიტაცა მზის ქუდი ..
ზღვამ გაიტაცა მზის ქუდი - შხეფებით, ტალღის მორკალვით; ვიღაცას – თევზის კუდიანს - ტალღაში თვალი მოვკარი; და ჩემს გარშემო გაშლილი – ზღვამ თან წაიღო ნადავლი: ცა – გამჭვირვალე თავშალი, ნაპირი – ჭრელი სანდალი; ანაა, თუ – მარიანა, თუ კიდევ ვინმე – დობილი?! - სიტყვების ელვით, მარილით - ტალღაში გადადნობილი; ვისაც ზღვის ლექსი აქეზებს - ვარდისფრად შეღამებული: ქალთევზად იქცეს, ნაპირზე დატოვოს – შეყვარებული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი