რა მოთმინებით მიყვებიან ცხვრები ..
რა მოთმინებით მიყვებიან ცხვრები – თავდახრით – საძოვრებს ბაცი დღეების თუ მჭკნარი ბალახის; ბილიკი წყალთან მიიყვანს თუ ხევში გადაყრის ზანტ ფარას, – ბოლოს გაწყალებად გულის არცა ღირს ამაზე ფიქრი. კაციც უხრის მტერს თუ საყვარელს თავს, – გრძნობის კრუნჩხვებს სასიკვდილოდ არასდროს არ სცნობს, ოღონდ, ვიღაცას უნაწილოს მიწის სახრავი ძვალი და ხორცი, სიმარტოვეს რომ გამოსტაცოს თავი. და ქვეყნებს – იარლიყის ელვა, სახელი – თავს ახრევინებს სხვა ქვეყნებთან. ამბავი გრძელი არის მარტივი: არის ყველა თავის დამხრელი და ამაყია ან უგნური, ან კიდევ ბრძენი. თუმცა, ვერც ბრძენი უერთგულებს ამაზე წუხილს და თავს, თავმდაბლად, წიგნებსა და ყვავილებს უხრის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი