ჟალუზის ცალი ქუთუთოს მიღმა ..


ჟალუზის ცალი ქუთუთოს მიღმა
წელსაც მიბრწყინავს გოლდენ გეითი.
მე კი – პატარა ქალაქი მიყვარს -
მღვრიე ზღვითა და ჟანგიან გემით.
როდესაც გიხსნი, რად მიყვარს იგი -
სათვალეს იხსნი და ამბობ – სორრი;
და იახტების წინწკლები – ირგვლივ -
მატულობს, ვიდრე შორს გადასროლილ -
ჩინელი ბიჭის ანკესს ამოსდევს -
ჰაერში – ღამის თეთრი ბრჭყალები.

სორრი, – გტოვებ და დიდხანს ჩავყურებ -
ვედროს ვარსკვლავებს – სველ კიბორჩხალებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი