ამაოება
ვახშმის მერე სუფრაზე, ყინულთან ერთად შემოიტანეს, ვერცხლის კოვზები შემოუწყვეს გარშემო ჩემს ტკბილ ხსოვნას, მერე წყალი დააყოლეს და დაიშალნენ. ასევე ნელთბილად ვუყვარდი… როცა ერთმანეთს ეხებოდნენ ცხელი ხორცით ან ცივი ტვინით, მე ვიჯექი მაგიდასთან და წყალს ვნაყავდი… ეს უფრო ახსოვთ, ვიდრე ნაოჭი სიცილის კუთხეში ან ყურების უხერხულობა სახის ოვალზე – წვრილმანები, რომლებსაც ტკივილის მოგვრა შეუძლიათ ამიტომ ეპიტაფიად მაქციეს, პოეზიას გაეთამაშნენ… თუ დავიწყებულ კულტურაზე ჩამოვარდება ლაპარაკი, ისევ ყინულთან ერთად შემომიტანენ, რომ ჩემი ხსოვნა დროსგან კარაქივით არ ამძაღდეს სხვა არაფერი არ შეცვლილა, როცა ისინი ხორცით, ტვინით, ან, თუნდაც, ბოღმით ეხებიან ერთმანეთს, მე მარტო ვზივარ მაგიდასთან და წყალს ვნაყავ…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი