ადამიანები
ადამიანები ყოველ საღამოს კარგავენ ერთმანეთს, რომ მერე სიკვდილამდე ეძებონ და მათი კანი, როგორც მერქანი იკოჟრება და იძენძება და მაინც ეძებენ. და ეჩვენებათ ყოველ საღამოს ადამიანებს, რომ სტკივათ ტერფი, რომელიც მოჭრეს და მოჭარბებულ, უსაზღვრო ლტოლვაში ადამიანები კარგავენ ცხენებს და ევედრებიან ღმერთს. იმ დავარდნილი ჯაგლაგა ცხენისთვის, რომელიც მათთან ერთად ბერდება და მისი ფერდები ისეთი ფერია, როგორც ხანგადასული სპილენძის მზე... ადამიანები ყოველ საღამოს კარგავენ მზეს და როცა გრძელდება მათი ჩრდილები, ისინი ურმებს ტვირთავენ თივით და ხორცსავსე ცოლებით და ურიცხვი შვილებით გადიან მინდორში და ჩამავალ მზეს ძეგლებივით უდგამენ ზვინებს ადამიანები კარგავენ ყველაფერს გარდა მზის...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი